სასტუმრო

ცხოველების სასტუმროში "VET HOUSE" ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი შინაური ცხოველების უსაფრთხოებას, მოთმინებით აღსავსე და კეთილ დამოკიდებულებას მათ მიმართ, გასეირნებას და თამაშებს, ყურადღებასა და კონტროლს, სწორ კვებასა და მოვლას, ასევე კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს.

ჩვენ გიწვევთ თქვენ ჩვენი სასტუმროს დასათვალიერებლად, რათა დაინახოთ ყველაფერი თქვენი თვალებით! გაიცანით ჩვენი ვეტერინარი ექიმები და "ზოო-ძიძები" - რადგანაც სწორედ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ ანდობთ თქვენს შინაურ ცხოვებს. გარდა ამისა, თქვენ შეგეძლებათ სასურველი ზომის ოთახის შერჩევა. თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვასრულებთ ჩვენ მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას, არამედ გვიყვარს ჩვენი საქმე და ჩვენი ოთხფეხა ცხოველები.

სასტუმროს ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ის განლაგებულია 24 საათიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე. აქ მომუშავე მაღლკვალიფიციურმა პერსონალმა იცის არა მხოლოდ როგორ მოუაროს თქვენს ცხოველებს, არამედ საჭიროებისას დახმარება აღმოუჩინოს მათ.

როდის ვიხსნებით?

ჩვენს ვიხსნებით 2017 წლის 1-ელ თებერვალს. ცხოველების სასტუმრო შედგება 20 განსხვავებული ოთახისგან. სასტუმროში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ "ზოო-ძიძები", რომლებთანაც დაკავშირებას თქვენ კომუნიკაცის ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზის მეშვეობით შეძლებთ : whatsapp, telegram, facebook, vk და ა.შ. თქვენი ცხოველის მოვლის შესახებ არსებული შეკითვების გარდა, ჩატში თქვენ შეგეძლებათ ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება - შეგეძლებათ საცხოვრებლის გახანგრძლივება(მაგალითად, ფრენის შეფერხებისას), შეუკვეთავთ "მძღოლის სახლში მომსახურებას"(თუ არ გაქვთ წინასწარ შეკვეთილი), თუ არის არასაკმარისი საკვები და ა.შ. სასტუმროს ტერიტორიაზე ჩვენ ასევე გვაქვს ბაღი ხელოვნური ბალახით, რომელიც კეთილმოწყობილია სპეციალური მოწყობილებით, რომელიც გამიზნულია შინაურ ცხოველთა განვითარებაზე, თამაშსა და გასეირნებაზე.

რას გთავაზობთ "ზოო-ოთახი"?

ცხოველების ოთახი ინდივიდუალურია, რომელშიც განლაგებულია საწოლი, საკვებისთვის და წყლისთვის განკუთვნილი თასები, გათბობა, განათება და ადგილი სათამაშოებისთვის. ჩვენ გვესმის თითოეული ცხოველის მოთხოვნილებათა და ჩვევათა უნიკალურობა, და არ გახვევთ თავს ჩვენს საკვებს, ტუალეტის დანამატებს,  და სხვადასხვა ნივთებსა თუ აქსესუარებს, რომლებიც აუცილებელია ცხოვლეთა განსათვსებლად განთავსებისთვისი. თქვენი სურვილისამებრ, თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ თქვენი საკვების, თასების, ტუალეტის, სათამაშოების და იმ ნივთების მოტანა, რომელსაც შეჩვეულია თქვენი ცხოველი სახლში. თუ ის მიირთმევს ნატურალუს საკვებს, ამ შემთხვევაში თქვენ ამზადებთ საკვებს თქვენი ცხოველის ჩვენს სასტუმროში დარჩენის მთელი ხანგრძლივობის და საჭირო საკვების მოცულობის გათვალისწინებით. ამ ტიპის საკვები შეინახება ჩვენს მაცივარში ან საყინულეში.

როგორ ხდება ნომრის დაჯავშნა?

სასტუმროს თანამშრომელი თქვენ წარმოგიდგენთ სასტუმროში არსებულ 3 ტიპის ოთახს(ფოტოებს, ზომებს და პირობებს). არჩევანის გაკეთების შემდეგ, აუცილებელია ჩვენთან წერილის სახით შევსებული განაცხადის გამოგზავნა, სადაც მითითებული იქნება სასურველი თარიღები, შინაური ცხოველის ზომები და მისი მახასიათებლები. დაჯავშნის უზრუნველსაყოფად აუცილებელია წინასწარ ავანსის გადახდა. გადახდის განხორციელება შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშისწორებით. ჯავშანის გაუქმების შემთხვევაში, ავანსის თანხის ანაზღაურება არ ხდება.

მიეცით თქვენს თავს დასვენების ნება თქვენს ოთხფეხა მეგობარზე დარდის გარეშე! ჩვენ გელით ნებისმიერ დროს!

Скачать шаблон для Joomla 3.4.
Скачать шаблон для Joomla 3.4.