მრავალპროფილური ვეტერინარული კლინიკა Vet House გთავაზობთ მომსახურეობის ფართო სპექტრს შინაური ცხოველების დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის კუთხით
კლინიკაში მუშაობს აფთიაქი, ზოომაღაზია, გრუმინგ სალონი და სასტუმრო ცხოველებისათვის. ასევე, კლინიკის ბაზაზე მოქმედებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი საგანმანათლებლო პროგრამა.
ჩვენი სპეციალისტების გუნდი სხვადასხვა ენაზე საუბრობს, რათა მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. ასევე, ისინი პოულობენ საერთო ენას შინაურ ცხოველებთან, რაც ამცირებს დაძაბულობას და მშვიდი ატმოსფეროს შენარჩუნებას უწყობს ხელს.