Vet House - ეს არის 24-საათიანი საავადმყოფო ვეტერინარული მომსახურეობის ყველა სახეობით, ცხოველების სასტუმრო, სარეაბილიტაციო ცენტრი, გრუმინგი, ზოომაღაზია, ზოოაფთიაქი და სკოლა მომავალი ექიმებისთვის. მაღალკვალიფიციური ვეტერინარული ექიმები მზად არიან დახმარება აღმოუჩნონ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს 24 საათის განმავლობაში. ჩვენ ვიყენებთ საექსპერტო დონის თანამედროვე აღჭურვილობას სწრაფი და ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. მომსახურება “ექიმის სახლში გამოძახება” საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ მანიპულაციები თქვენს მყურდრო ოჯახურ გარემოცვაში, ცხოველისათვის მინიმალური სტრესის მიყენებით. სპეციალისტის მიერ გასინჯვა, ვაქცინაცია, კონსულტაცია და წინასწარი დიაგნოზის დასმა, სახლში საჭირო ანალიზების აღება. სასტუმრო “Vet House” შედგება 20 ოთახისგან და გააღებს თავის კარს 2017 წლის 1-ელ თებერვალს. ჩვენ ვიძლევით თქვენი ცხოველების უსაფრთხოების გარანტიას, მოთმინებით აღსავსე და მეგობრულ დამოკიდებულებას მათ მიმართ, გასეირნებას და თამაშს, ყურადღებასა და კონტროლს, სწორ კვებასა და მოვლას და ასევე კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს.