სხარტი ასისტენტი, რომელიც ხარისხიანად მუშაობს ყოველთვის მოთხოვნადია!
ვეტერინარის ასისტენტი ვეტერინარს ეხმარება ცხოველების დაავადებების პრევენციაში და მკურნალობაში, ცხოველების ჯანმრთელობის კონტროლში.
ვეტერინარის დამხმარე ახორციელებს სანიტარულ და ვეტერინარულ პროცედურებს.
კურსი განკუთვნილია:
- ვეტერინარული სასწავლებლის/უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, რომელსაც არ აქვს სამუშაო გამოცდილება.
- დიპლომირებულ სპეციალისტისთვის, რომელიც იწყებს პრაქტიკას.
- უმცროსი სამედიცინო სპეციალისტისთვის, რომელიც ვეტერინარიის სფეროში მუშაობას აპირებს.
სალექციო მასალა
ლექცია № 1
- შესავალი ლექცია (გაცნობა). ძირითადი საფუძვლები.
- ასეპტიკა და ანტისეპტიკა.
- ცხოველის კლინიკური დათვალიერება.
- ზოოფსიქოლოგიის საფუძვლები.
ლექცია № 2
- ცხოველის ფიქსაცია სამკურნალო და სადიაგნოსტიკო პროცედურების ჩასატარებლად.
- რენტგენის აპარატთან მუშაობის წესები და შესაძლო პროექციები.
- რა არის ინფუზომატი და მასთან მუშაობის წესები.
ლექცია № 3
- ინტუბაცია.
- ვენის კათეტერის ჩაყენება.
- შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.
ლექცია № 4
- სამკურნალო პრეპარატების შეყვანისა და დალევინების ფორმები.
- ანალიზების აღება, მარკირება, შენახვა და ტრანსპორტირება.
- გლიკემიის გაზომვა ( შაქრის დონე სისხლში ).
ლექცია № 5
- პაციენტის მომზადება ოპერაციისთვის.
- ოპერაციის შემდგომი მოვლა.
- პაციენტის მონიტორინგი და ბარათების შევსება.
- ნაკერების, ჭრილობების და დრენაჟების დამუშავების წესები.
ლექცია № 6
- სტაციონარზე მყოფი პაციენტების მოვლა და მკურნალობის წესები.
- სმენის სწორი გადაბარება.
- ვაქცინაცია და ვაქცინაციის წესები.
- ჩიპირება და ჩიპირების წესები.
როგორ მიმდინარეობს სწავლება:
- გექნებათ 6 შეხვედრა ლექტორთან. რომელზედაც მიიღებთ თეორიულ ცოდნას მითითებულ თემებზე, პრეზენტაციების, ლექტორთან და სტუდენტებთან დიალოგისა და კონკრეტული მაგალითების განხილვის გზით.
- ტესტირება
- პრაქტიკის გავლა ვეტ ჰაუსის კლინიკაში. თქვენ ასისტირებას გაუწევთ ვეტერინარს და ამით განამტკიცებთ მიღებულ ცოდნას.
როგორ დაიწყოთ?
- დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერს. საკონტაქტო მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.
- გადახდა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი გადახდის საშუალება ნაღდი, უნაღდო ანგარიშსწორება, გადარიცხვა. ასევე მოქმედებს 0% თბს ბანკის განვადება.
- სწავლის დაწყება. კურსის კურატორი გადმოგცემთ ლექციების გრაფიკს.
რას მოგცემთ კურსი?
- გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ გაიარონ უფასო პრაქტიკა ვეტ ჰაუსის კლინიკაში.
- ყველაზე წარმატებულები დასაქმდებიან ვეტ ჰაუსის კლინიკებში. აგრეთვე კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილები, ჩვენი პარტნიორ კომპანიებში დასაქმებისთვის.
- კონკურენტულ უპირატესობას. პრაქტიკით განმტკიცებული ცოდნა ანიჭებს სპეციალისტს გამბედაობას რომელსაც დამსაქმებელი აფასებს.
საკონტაქტო მონაცემები:
+995.596.510.005
educationvethouse@gmail.com