პირადი სივრცე

მრავალი ქვეყნის სპეციალისტები გაერთიანდნენ ერთ გუნდში. ექიმების უმეტესობას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება. მათ გაიარეს უამრავი სემინარი, კურსი და პრაქტიკა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: დანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ესტონია, ამერიკა, რუსეთი, უკრაიანა. უახლესი აპარატურა საშუალებას გვაძლევს სწრაფად და ხარისხიანად დავსვათ დიაგნოზი და ვუმკურნალოთ ცხოველს. საავადმყოფო მუშაობს 24/7 და შედგება 3 თერაპიისგან: ქირურგიის განყოფილება, ლაბორატორია, სტაციონარი, ასევე განყოფილება ინფექციური დაავადებულებისთვის.

კლინიკაში არის ვეტ აფთიაქი და მაღაზია ფართო არჩევანით.გვაქვს მიწოდების სერვისი შეგიძლიათ საიტზე გააფორმოთ შეკვეთა და სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ სასურველი პროდუქცია. ხაზგასასმელია ის რომ  გვაქვს სამკურნალო საკვების ხაზი რომლის სწორად არჩევაში დაგეხმარებათ ჩვენი ექიმი.

ასევე გვაქვს ცხოველების სასტუმრო, 20 ნომერი გათბობით და საკუთარი ბაღით ცხოველების გასეირნებისთვის. ზოოძიძა გაართობს და მოუვლის თქვენ ოთხფეხა მეგობარს და შეატყობინებს ექიმს თუ შეექმნება პრობლემა.

2020 წელი გახდება მიღწევების წელი სწავლის სფეროში როგორც ჩვენი გუნდის წევრებისთვის ასევე ყველასთვის ვისაც უნდა კვალიფიკაციის ამაღლება.

“Vet House” - ეს არის დიდი ოჯახი, რომელიც გაუწევს დახმარებას და შეუქმნის კომფორტს თქვენ ცხოველს.


ჩვენი გუნდი

 

Скачать шаблон для Joomla 3.4.
Скачать шаблон для Joomla 3.4.